პროექტის შესახებ
ინტერნეტ დამოკიდებულება
ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია ინტერნეტი და კომპიუტერი. მის გამოყენებას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, მაგრამ გატარებული დრო კომპიუტერთან , როდესაც დამოკიდებულად იქცევა -ეს აზიანებს უკვე პიროვნების ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ინტერნეტდამოკიდებულება ლეგიტიმურად იქნა აღიარებული როგორც კლინიკური დარღვევა, რომელიც საჭიროებს . ინტერნეტდამოკიდებულება ოწვევს ფსიქოზს, აგრესიას და უჩვეულ განრისხებას, ხშირად ადამიანი ღრმა დეპრესიაში ვარდება.
ვართანიან, ჰაკობ. ინტერნეტი ჩვენ გარეოში. ერევან: ერევანი, 2011.
ადამიანი სხვადასხვა მიზეზის გამო ხდება ინტერნეტზე დამოკიდებული
ყველაზე ხშირად ინტერნეტის გამოყენების მიზეზია, მართვისა ისეთი გრძნობების სურვილი, როგორცაა დეპრესია, შფოთვა, მარტობა და სტრესი. ზოგიერთ რეალური ურთიერთობების წარმართა ძალიან უჭირს და მისთვის ინტერნეტსივრცე უსაფრთო პლატფორმას ქმნის, სადაც უცხო ადამიანს შეუძლია თავისუფლად ეკონტაქტოს და თავისი თავი გამოხატოს.
თვითმკურნალობის საშუალებას მენტალური ჯანმრთელობის დარღვევისათვის ზოგიერთი ადამიანი იყენებს ინტერნეტს მისი საშუალებით დეპრესიას მალავს,აგრესიასა ან მენტალურ დაავადებებს.
არის შემთხვევები, როცა ადამიანი განიცდის ინტენსიური "შიმშილის" გრძნობას ახალი ინფორმაციისა და ცოდნის წვდომასთან დაკავშირებით, ინტერნეტი კი უზრუნველყოფს ჯარბი ინფორმაციის მიწოდების საშუალებას.
სხვები მარტოობის გრძნობის კონპენსირებათვი სოციალურ ქსელებს მიმართავენ. მათ ვისაც შოპინგი ან თამაშდამოკიდებულებას აკვიატებული მოთხოვნილება, გადაინაცვლებენ ხოლმე ინტერნეტში [ ონლაინ სათამაშო სივრცესა და ონლაინ შოპინგს მიმართავენ].კანაჩიან, ჰაკობ. «ინერნერდამოკიდებულება როგორც კლინიკური დარღვევა.» 21 საუკუნე, 2009: 21-25.
წყარო
მოცემული ფენომენის კვლევა
ინტერნეტზე დამოკიდებულების ფენომენის ფსიქოლოგიურ შესწავალში პირველობა ორ ამერიკელს ეკუთვნის: ფსიქიატრ აივენ გოლდბერგს და კლინიკურ ფსიქოლოგს კიმბერლი იანგს . 1994 წელს შემუშავა და განათავსა ვებსაიტზე ინტერნეტზე დამოკიდებულების საკვლევი სპეციალური კითხვარი კ. იანგმა. 1996 წელს კი შემოიტანა ტერმინი "ინტერნეტ-ადიქცია" ა გოლდბერგმა.
1996 წელს ახალი განყოფილება გაჩნდა ფსიქიკური დაავადებების ოფიციალურ კლასიფიკაციაში - "კიბერნეტიკული უხასიათობა" , რომელიც გამოწვეულია დაღლილობითა და ვირტუალურ რეალობაში ხანგრძლივად ყოფნის შედეგად მიღებული სტრესით. ზოგი სპეციალისტი საუბრობს "ინტერნეტ- დამოკიდებულების" სინდრომზე სხვაგვარად მას ინტერნეტ ადიქცია ეწოდება. ამ სინდრომებს მქონე ადამიანებს უწოდებენ ნეტაჰოლიკებს. ნეპაჰოლიკს დასავლეთ ქვეყნებში ზოგ შემთხვევაში მოიხსენიებენ როგორც "facebook depression".წყარო
დოქტორ მ. ორზქაკმა ინტერნეტდამოკიდებულებისათვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური სიმპტომები გამოყო
ფსიქოლოგიური სიმპტომებია:
- კომპიუტერთან გატარებული დროის ზრდა
- შეწყვეტის უუნარობა
- ოჯახის წევრების ან თანამშრომელებისაგან სიმართლის დამალვა საკუთარი ინტერნეტთან დაკავშირებული საქმიანობის შესახებ
- სწავლასთან ან სამსახურთან დაკავშირებული პრობლემები
- სიცარიელის, გაღიზანების შეგრძნება ნებისმიერი საქმიანობის დროს, რომელიც არაა დაკავშირებული კომპიუტერთან
- კარგი ეიფორია ან გუნებგანწყობა კომპიუტერთან ყოფნისას
- მეგობრებსა და ოჯახის უგულებელყოფა
ფიზიკური სიმპტომები
- ძილის დარღვევები
- პირადი ჰიგიენის უგულებელყოფა
- არალეგურალური კვება
- ტკივილები ზურგის არეში
- თავის ტკივილები, შაკიკი
- სიმშრალის შეგრძნება თვალებში
- კარპალური არძის სინდრომი
ვართანიან, ჰაკობ. ინტერნეტი ჩვენ გარეოში. ერევან: ერევანი, 2011.
წყარო
ინტერნეტის საფრთხე ბავშვებისთვის
მშობლები ხშირად საკუთარ კომფორტზე ზრუნავენ და ცდილობენ ბავშვის მოზღვავებული აქტივობა, ამისთვის კი იყენებენ ელექტრონულ მოწყობილობებს. ბავშვისთვის არაბუნებრივ მდგომარეობაში იმყოფება ეკრანთან ჯდომა. თუ ბავშვი არა ახალი თაობის მონიტორთან მუშაობს, არამედ ძველთან, ის განიცდის მაღალი ხარისხის ელექტრომაგნიტური გამოსხივების ზემოქმედებას და იმყოფება ელექტროსტატიკური ველის მოქმედების ზონაში. ეს ველი ფანტავს ეკრანზე მოხვედრილ მტვრის ნაწილაკებს, რომლებიც აზიანებს თვალებსა და სახის კანს. კომპიუტერთან დიდხანს ჯდომა ტვირთავს კისერს, კიდურებს, ზურგს, იწვევს სახსრებისა და თავის ტკივილს, აუარესებს აღნაგობას, ადუნებს კუნთოვან სისტემას.
წყარო
მკურნალობა
კოგნიტურ-ბიჰევიოლარული თერაპია ინტერეტზე დამოკიდებულების სამკურნალოდ ეფექტური საშუალებაა. თერაპია ადამიანს ეხმარება ისწავლოს შიშთან, დეპრესიასთან და სტრესთან გამკლავების კონსტრუქციული გზები. არსებობს ასევე ინტერნეტდამოკიდებულთა თვით დახმარების ჯგუფები, რომელიც ერთად ცდილობენ ამ სენის დამარცხებას.წყარო
დათვალეთ, რამდენ დროს ხარჯავთ ინტერნეტზე და სოციალურ ქსელში ყოფნის ლიმიტი დააწესეთ.მეტი დრო დაუთმეთ რეალურ ცხოვრებას – ცოცხალ ურთიერთობას, ჰობს, სამსახურს. გააუქმეთ ზედმეტი და უსარგებლო პროფილები, დატოვეთ მხოლოდ ყველაზე აუცილებელი. მეგობართან ჩატაობის ნაცვლად ეწვიეთ მას სტუმრად.
მთვარია, მიხვდეთ, რომ თქვენს გარშემო გაცილებით საინტერესო რამეებია, ვიდრე ინტერნეტი.



Комментарии
Отправить комментарий